კარგია, როდესაც ისინი გრძნობენ ანალოგიურს, თუმცა აქ ძალიან დიდი განსხვავებაა, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც ამერიკის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.
მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მიმართ თუ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ხორციელდებოდა, დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული კრიტიკა დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე.
„კარგია, როდესაც ისინი იგრძნობენ ანალოგიურს, თუმცა, აქ ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენს მიმართ თუ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ხორციელდებოდა, ახლა ის პრეტენზიები, რაც ბატონი ტრამპის ადმინისტრაციამ წაუყენა ევრობიუროკრატიას, აბსოლუტურად ყველაფერი კონკრეტულ მოცემულობასა და ფაქტებზეა დაფუძნებული. ისინი [ბრიუსელი] აგზავნიდნენ თავიანთ დელეგაციებს, აგზავნიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისამთავრობო მიტინგებზე, თვითონ ჩაუტარეს თავიდან ბოლომდე 2024 წლის წლის საარჩევნო კამპანია რადიკალურ ოპოზიციას და მათი ელჩების თავხედური ქცევა ჩვენს ქვეყანა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
