გასაოცარიც კი არის, რომ ბრიუსელი არასწორი პოლიტიკის განვითარებას აგრძელებს კვლავ იმ წრეზე, რა წრემაც მას წარმატება არ მოუტანა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უკმაყოფილება სულ უფრო იმატებს.
„სულ უფრო და უფრო იმატებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უკმაყოფილება, ერთი მხრივ გარკვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და მეორე მხრივ ნათლად ვხედავთ, რომ ევროპელი ლიდერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც ევროკავშირი მიმართვას არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს აღარ არის ის დემოკრატია, ის ღირებულებები, რისთვისაც ევროკავშირი შეიქმნა. მათ შორის ჩვენ გვესმის მკაცრი ტონი უნგრეთის, სლოვაკეთის და სხვა სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან. თუნდაც საემიგრაციო პოლიტიკასთან მიმართებით ევროკავშირი ძალიან დიდი წნეხს ახორციელებს წევრ სახელმწიფოებზე, რაც ბუნებრივია არ მოსწონთ წევრ სახელმწიფოებს. ევროკავშირი თავისი შინაარსით არ გულისხმობს, რომ წევრ სახელმწიფოებს სუვერენიტეტი სრულიად წართმეული უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
