„ნაციონალური მოძრაობა“ ელექტორალური და რეპუტაციული თვალსაზრისით გაუქმებული პარტიაა. იმედია, აღნიშნული პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე აკრძალული და გაუქმებული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საპასუხო სარჩელის შეტანა თავის გადარჩენის მცდელობაა.
„„ნაცმოძრაობას“ თავისი ბედი ქართველმა ხალხმა განუსაზღვრა. ამიტომ მათი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გადაფარავს“, – განაცხადა წილოსანმა.
კომენტარები
