აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს შეუთვალა, რომ რეჟიმმა თეთრი სახლის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, სანამ მას ნავთობის მოპოვების გაზრდის საშუალებას მისცემენ. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
პირველ რიგში, როგორც ტელეარხი იუწყება, ვენესუელამ ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და კუბასთან ეკონომიკური კავშირები უნდა გაწყვიტოს. მეორე, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს, არის ის, რომ ოფიციალურმა კარაკასმა ნავთობის წარმოების საქმეში მხოლოდ აშშ-თან უნდა ითანამშრომლოს და ნედლი ნავთობის გაყიდვისას ამერიკას მიანიჭოს პრიორიტეტი.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენებთან გამართული დახურული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ამერიკას შეუძლია აიძულოს ვენესუელა წავიდეს დათმობაზე, რადგან ქვეყნის სანავთობო ტანკერები გადატვირთულია. რუბიომ აგრეთვე განუცხადა კანონმდებლებს, რომ მისი შეფასებით, კარაკასს რამდენიმე კვირა დარჩა, სანამ ის თავისი ნავთობის მარაგების არ გაყიდვის გამო შემოსავლების გარეშე დარჩება.

