გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა სანქციების დაწესებას პარიზის სასამართლოს იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გასული წლის მარტში მარინ ლე პენს განაჩენი გამოუტანეს.
„მსგავსი ქმედებები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელ და აუტანელ ჩარევას წარმოადგენს“, – განაცხადა პარიზის სასამართლოს თავმჯდომარემ, პეიმან გალე-მარზბანიმ.
„თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდა ან განხორციელდა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი და აუტანელი ჩარევა, რამაც სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან დაგმობა უნდა გამოიწვიოს“, – აღნიშნა მან.
კომენტარები

