აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი კონტროლი ვენესუელის ნავთობინდუსტრიაზე, მათ შორის ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების ზედამხედველობის გზით „განუსაზღვრელი ვადით“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
„მომავალში ჩვენ თავად გავყიდით ბაზარზე იმ პროდუქციას, რომელიც ვენესუელაში იწარმოება“, – განაცხადა რაითმა Goldman Sachs-ის ენერგეტიკულ კონფერენციაზე.
„ჩვენ გვჭირდება ეს ბერკეტი და კონტროლი ნავთობის გაყიდვებზე, რათა ვუბიძგოთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ვენესუელაში უბრალოდ აუცილებლად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა მან.
მან დასძინა, რომ ეს ფული „შეიძლება კვლავ ვენესუელაში დაბრუნდეს ვენესუელელი ხალხის სასარგებლოდ“.
კომენტარები

