აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელაზე კონტროლს „ფინანსური ბერკეტების“ მეშვეობით ახორციელებს და ქვეყანას საკუთარი ნავთობის გაყიდვის უფლება ეძლევა მანამ, სანამ „თქვენ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებით“.
„ვენესუელას ჩვენ იმით ვაკონტროლებთ, რომ ფინანსურ ბერკეტებს ვფლობთ. ჩვენ ვაკონტროლებთ ენერგორესურსებს და რეჟიმს ვეუბნებით: „თქვენ გაქვთ ნავთობის გაყიდვის უფლება მანამ, სანამ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებით. თქვენ არ გაქვთ მისი გაყიდვის უფლება, თუკი ამერიკის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებით“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„და სწორედ ასე ვახორციელებთ უდიდეს ზეწოლას ამ ქვეყანაზე — ისე, რომ არ ვწირავთ არცერთი ამერიკელის სიცოცხლეს და საფრთხეს არ ვუქმნით ამერიკის არცერთ მოქალაქეს“, – დასძინა მან.
კომენტარები

