აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრზე, დიოსდადო კაბელოზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, კარაკასს აქამდე დაღუპულთა რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა ქვეყნის არმიამ 23 დაღუპულის სია გამოაქვეყნა.
როგორც ვენესუელის ოფიციალური პირები აცხადებენ, ნიკოლას მადუროს უსაფრთხოების სამსახურის დიდი ნაწილი „ცივსისხლიანად“ მოკლეს. კუბამ კი განაცხადა, რომ ვენესუელაში მისი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები მოკლეს.
ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელოს თქმით, ვენესუელის ყოფილი ლიდერის მეუღლემ, სილია ფლორესმა, რომელიც მასთან ერთად დააკავეს, აშშ-ის რეიდის დროს თავის ტრავმა მიიღო, თავად მადურომ კი – ფეხის.
კომენტარები

