რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, ობიექტების, საწყობების ან სხვა ინფრასტურქტურის განთავსება აღქმული იქნება, როგორც ინტერვენცია.
„უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაყოფების, ობიექტების, საწყობების ან სხვა ინფრასტურქტურის განთავსება აღქმული იქნება, როგორც უცხო ინტერვენცია, რომელიც პირდაპირ ემუქრება არა მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებსაც. ყველა ასეთი ქვედანაყოფი და ობიექტი განიხილება, როგორც კანონიერი სამხედრო მიზანი“, – აღნიშნულია ზახაროვას განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, 6 იანვარს ევროპული ქვეყნების ლიდერებმა პარიზში გამართული შეხვედრის შედეგად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დასავლეთის ქვეყნების ჯარისკაცების გაგზავნას არ გამორიცხავს.

