ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ნარკოტრაფიკი და ადამიანის უფლებები საბაბი იყო აშშ-ის ინტერვენციისთვის, რადგან რეალური მიზეზი ვენესუელური ნავთობია. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
„ენერგეტიკული რესურსები ჩვენი და მსოფლიოს სხვა ქვეყნების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ ენერგეტიკული ზესახელმწიფო ვართ და ამან პრობლემები შეგვიქმნა გლობალური ჩრდილოეთის ენერგეტიკული გაუმაძღრობის გამო“, – აღნიშნა დელსი როდრიგესმა.
„დაუშვებელია პარლამენტი, რომელიც უცხო ქვეყნების მთავრობებს ემსახურება და დაუშვებელია ფაშისტური სოციალური გამოვლინებები, რადგან ისინი ძალიან სახიფათო აღმოჩნდა რესპუბლიკისთვის. ექსტრემიზმმა იქამდე მიგვიყვანა, რომ მზად იყვნენ ჩვენი ქვეყანა მუხლებზე დაეჩოქებინათ და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ჩვენი რესურსები“, – დასძინა მან.

