თეთრი სახლი სრულად უჭერს მხარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) გმირ თანამშრომლებს და ყოველთვის დაიცავს კანონსა და წესრიგს ამერიკის შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევიტმა მინესოტაში მომხდარს „სასიკვდილო ინციდენტი“ უწოდა, რომელშიც „ბოროტი მემარცხენე მოძრაობა“ დაადანაშაულა.
„ICE-ს აგენტები ერთგულად ასრულებენ ფედერალურ კანონს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენი ქვეყნიდან კრიმინალური არალეგალი მიგრანტების გაძევებით. ეს ზუსტად ისაა, რაც თითქმის 80 მილიონმა ამერიკელმა აირჩია პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სახით. რადიკალები და დემოკრატიული პარტია ამის გამო განრისხებული არიან. მათ არ სურთ ჩვენი საზღვრების დაცვა და კრიმინალური არალეგალი მიგრანტების გაძევება“, – განაცხადა ლევიტმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალისხმევას გააორმაგებს, რათა ამერიკის ქუჩები უსაფრთხო გახდეს.
„ტრამპის ადმინისტრაცია გააორმაგებს ძალისხმევას, რათა ამერიკული ქუჩებიდან ყველაზე უარესი კრიმინალი არალეგალი მკვლელები, მოძალადეები და პედოფილები მოაშორონ. ტრამპის ადმინისტრაციამ ათასობით ფედერალური აგენტი აამოქმედა, გააორმაგა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფისში ადვოკატების რაოდენობა და გაზარდა რესურსები, რათა თაღლითები პასუხისგებაში მიეცნენ“, – აღნიშნა ლევიტმა.

