ღაზის სექტორში განხორციელებული ცალკეული დარტყმების შედეგად ისრაელის ძალებმა, სულ მცირე, შვიდი პალესტინელი მოკლეს. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტის გაშვების ადგილი დაბომბეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ღაზის სექტორში მყოფ სამედიცინო მუშაკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ექიმების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან იუნისის დასავლეთ რაიონში დაიღუპა. დაღუპულებს შორის მცირეწლოვნებიც არიან.
ამასთან, კიდევ ერთი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ღაზის აღმოსავლეთით, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ისრაელის ძალები მოქმედებენ.
ისრაელის მხრიდან მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.
ღაზის სექტორის წარმომადგენლების თქმით, ისრაელის ქმედებები სამშვიდობო შეთანხმების უხეში დარღვევაა.

