ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეები თეირანსა და სხვა ქალაქებში შენობებს ანადგურებენ, რადგან მათ სურთ თავი მოაწონონ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.
„არსებობენ ადამიანები, რომელთა მოვალეობა ნგრევაა. გუშინ საღამოს თეირანსა და სხვა ადგილებში ვანდალების ჯგუფმა გაანადგურა შენობები, რომლებიც მათ ქვეყანას ეკუთვნის. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მათ რაღაცა შენობა ან კედელი მხოლოდ იმიტომ დაანგრიეს, რომ ამერიკის პრეზიდენტს მოაწონონ თავი“, – განაცხადა ხამენეიმ.
მისი თქმით, ტრამპი ირანში მეამბოხეებს უჭერს მხარს. „თუ მას შეუძლია, მიხედოს საკუთარ ქვეყანას! მის ქვეყანაში სხვადასხვა ინციდენტები ხდება“, – დასძინა ხამენეიმ.
კომენტარები

