ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა პრინციპს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ვენესუელის ნავთობთან დაკავშირებული გეგმები წარადგინა.
პრეზიდენტის მტკიცებით, ვენესუელის მთელი ნავთობინდუსტრია თავის დროზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა.
„თუ დააკვირდებით, ჩვენ უბრალოდ ვიბრუნებთ იმას, რაც წაგვართვეს. მათ ჩვენი ნავთობინდუსტრია მიიტაცეს“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელამ, რომლის ლიდერიც ახლახან გადააყენეს, თანხმობა განაცხადა ახალ პირობებზე. კერძოდ, აშშ-ს შეუძლია „დაუყოვნებლივ“ დაიწყოს 50 მილიონამდე ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობის გადამუშავება და გაყიდვა, რაც, მისი თქმით, „განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება“.
„ვენესუელა ასევე დათანხმდა, რომ შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ დაიწყებს 50 მილიონამდე ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობის გადამუშავებასა და გაყიდვას, რაც უვადოდ გაგრძელდება“, – დასძინა მან.

