პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი შეშფოთებულია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ნატოში არსებული დაძაბულობით.
მისი განცხადებით, როგორც ერთგული მოკავშირე ვარშავა ვაშინგტონთან თავისი შეშფოთების შესახებ გულწრფელი უნდა იყოს.
„ალბათ, მე ევროპაში ყველაზე პროამერიკელი პოლიტიკოსი ვარ. რთულია უფრო პროამერიკელი ადამიანის წარმოდგენა. მაგრამ ჩვენ ვართ მოკავშირეები და მეგობრები. პოლონეთი შეერთებული შტატების განსაკუთრებულად ერთგული მოკავშირეა. უბრალოდ უნდა ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ. მეგობრებმა ერთმანეთს გულწრფელად უნდა უთხრან რა არის მისაღები, და რა – არა“, – თქვა ტუსკმა.
კომენტარები

