დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, ქვეყანა დღესაც ყოფილი პრემიერის ტონი ბლერის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის წესებით ცხოვრობს.
როგორც ტრასმა თავის პოდკასტში აღნიშნა, ბლერს დღესაც აქვს უფრო დიდი გავლენა ბრიტანულ პოლიტიკაზე, ვიდრე სხვა რომელიმე ყოფილ პრემიერს.
მისი თქმით, სუსტი ეკონომიკა, მასობრივი მიგრაცია და მრავალი სხვა პრობლემა ბლერის პოლიტიკის დამსახურებაა.
„მოგვწონს ეს, თუ არა, ბრიტანეთში ჩვენ ბლერის ეპოქის ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ. მას ქვეყანაზე ყველა სხვა ყოფილ პრემიერ-მინისტრზე დიდი გავლენა აქვს. ყველა ჩვენი პრობლემა – სუსტი ეკონომიკა, მასობრივი მიგრაცია, მართლმსაჯულების ორსაფეხურიანი სისტემა და კულტურული დაღმასვლა – მისი დანატოვარია“, – თქვა ტრასმა.
კომენტარები

