სლოვაკეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა. გამოცემა „დიფენს პოსტის“ ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა დაადასტურეს, რომ ბრატისლავა კიევისთვის ნებისმიერ სამხედრო დახმარებაზე, იარაღის მიწოდების, სამხედროების გაგზავნისა და ევროკავშირის საკრედიტო გარანტიების ჩათვლით, უარს ამბობს.
ბრატისლავა ასევე აცხადებს, რომ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას „მსურველთა კოალიციის“ კონსულტაციებში, თუმცა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მკაცრი პოზიციის შენარჩუნებით.
კომენტარები

