პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის „რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მისცემდა“.
მისი თქმით, მაია სანდუ არ არის ეროვნული ლიდერი და ის გარე ძალების მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს.
„ის [მაია სანდუ] არ არის ეროვნული ლიდერი. ის გარე ძალების მიერ თავსმოხვეული ლიდერია, რომელიც აჟღერებს არა ქვეყნის ეროვნულ პოზიციებს, არამედ მოქმედებს გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად.
როგორც ჩანს, მოლდოვას განიხილავენ ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილად და ამის განხორციელება რაც შეიძლება მალე სურთ. ეს ამოცანა უკვე დაუდგათ დღის წესრიგში. მოლდოვაში არსებული ვითარება, რაც არ უნდა შეაქოს ევროკომისიამ, ძალიან შორს არის იმ კრიტერიუმებისგან, რომელიც საჭიროა ევროკავშირში სუვერენული ქვეყნის გასაწევრიანებლად. შესაბამისად, მოიფიქრეს ასეთი გზა – მოლდოვა გააწევრიანონ ევროკავშირში.
და კიდევ ერთი, მან [მაია სანდუმ] აღიარა, რომ მისი სახელმწიფო საფრთხის წინაშეა, რომელსაც ის ვერ უმკლავდება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

