აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება, ხოლო სხვა დანარჩენი ვარიანტები მიუღებელია.
„შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოქროს გუმბათის მშენებლობისთვის. ნატო ამ პროცესს სათავეში უნდა ჩაუდგეს. თუ ჩვენ ამას არ ვიზამთ, ამას გააკეთებენ რუსეთი ან ჩინეთი, რაც არ უნდა მოხდეს! სამხედრო თვალსაზრისით, შეერთებული შტატების უზარმაზარი ძალის გარეშე, რომელიც მე პირველი ვადის დროს შევქმენი და ახლა ახალ საფეხურზე ამყავს, ნატო ახლოსაც კი ვერ მივიდოდა ეფექტურ შემაკავებელ ძალასთან! მათ და მეც ეს ვიცით. თუ გრენლანდია აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, ნატო მეტად მრისხანე და ეფექტური გახდება. სხვა დანარჩენი მიუღებელია“, – დაწერა ტრამპმა.

