საფრანგეთი გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ რადიოინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის დიპლომატიური მისია გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში 6 თებერვალს გაიხსნება.
მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი „პოლიტიკური სიგნალია“ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარამ – დანიის მმართველობის ქვეშ არსებული ტერიტორიის შესაძლო მითვისების შესახებ – ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის გეგმების შესახებ ჯერ კიდევ ივნისში, ნუუკში ვიზიტისას განაცხადა.
კომენტარები

