იტალიამ და პოლონეთმა თავიანთ მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება სთხოვა საშიში სიტუაციის გამო. როგორც მედია წერს, ირანში დაახლოებით 600 იტალიელი იმყოფება.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების საშუალებით მიმართა.
„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ირანი და გირჩევთ, არ იმოგზაუროთ ამ ქვეყანაში. ირანში შიდა ვითარება არასტაბილურია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები

