აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი, ირანული ოპოზიციის ლიდერი რეზა ფაჰლევი, რომელიც ემიგრაციაში ამერიკაში ცხოვრობს, ირანში ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოსთვის თეთრ სახლში მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ირანის მთავრობა დაემხობა.
„ის [ფაჰლევი] სასიამოვნო პიროვნებაა, მაგრამ არ ვიცი, როგორი იქნებოდა ის თავის ქვეყანაში. ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ“, – დასძინა ტრამპმა.
„არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მას ლიდერად, მაგრამ, ნათელია, რომ, თუ ეს ასე მოხდება, ჩემთვის ძალიან კარგი იქნება“, – თქვა ტრამპმა.
კომენტარები

