აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს ათეულობით მილიონი დოლარი ქვეყნიდან გააქვთ.
„ახლა ვხედავთ, რომ ვირთხები გემიდან გარბიან. ვხედავთ, რომ ირანის მმართველებს ათეულობით მილიონი დოლარი ქვეყნიდან გააქვთ. ისინი გემს ტოვებენ. ჩვენ ამას ვაკვირდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბანკებითა და საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით“, – განაცხადა ბესენტმა.
ამასთან ერთად, როგორც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ირანის რეჟიმის წარმომადგენლებს გატანილი ფული და სხვა აქტივები „არ შერჩეთ“.
კომენტარები

