აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქვიშის ორმოს ჩამონგრევის შედეგად, ორი მოზარდი დაიღუპა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოზარდებმა პარკში ორმო თვითონ ამოთხარეს და, ჩამოშლის შემდეგ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ქვიშით იყვნენ დაფარულები.
abcnews-ის ინფორმაციით, ინციდენტი ფლორიდის შტატის ქალაქ ინვერნესში, Sportsman Park-ში მოხდა.
მედიის ცნობით, დაღუპულები 14 წლის ბიჭები არიან. შერიფის ოფისის ცნობით, ბიჭები კვირას, პარკში თამაშობდნენ, როდესაც მათ მიერ ამოთხრილი 1.5 მეტრის სიღრმის ორმო ჩამოინგრა და ისინი ქვიშამ დაფარა.
კომენტარები

