„ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერის მანფრედ ვებერის განცხადებით, ევროპა მემარჯვენეობისკენ იხრება და დროა, ცენტრისტებიც ასე მოიქცნენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვებერი აღნიშნავს, რომ საჭიროა ახალი პოლიტიკური რეალობა მიიღონ და შეეგუონ.
EPP-ის ლიდერის თქმით, 2024 წელს ევროკავშირის არჩევნების შედეგებით ცხადი გახდა, რომ უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებს.
ვებერის განცხადებით, ამის ფონზე, დროა ბრიუსელმა საკუთარ მოქალაქეებს მოუსმინოს.
კომენტარები

