პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ირანის რეჟიმს აცნობეს, რომ თუ მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ტრამპმა რეჟიმისგან მიიღო შეტყობინება, რომ „მკვლელობები და სიკვდილით დასჯა“ შეწყდებოდა.
„პრეზიდენტისთვის დღეს ცნობილი გახდა, რომ 800 სიკვდილით დასჯა, რომელიც გუშინ უნდა აღსრულებულიყო, შეჩერებულია“, – აღნიშნა ლევიტმა.
„პრეზიდენტი და მისი გუნდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და პრეზიდენტისთვის ყველა ვარიანტი კვლავ განხილვის საგნად რჩება“, – განაცხადა მან.
კომენტარები

