გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) 100 000 დოლარამდე ჯილდოს აწესებს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ეხება ბიუროს კუთვნილი რამდენიმე ავტომობილის ვანდალიზმს, მათში შეჭრასა და ნივთების მოპარვას.
შემთხვევა გასულ ღამეს, მინეაპოლისში მომხდარ სროლაზე რეაგირებისას მოხდა, როდესაც უწყების თანამშრომლები ადგილზე მუშაობდნენ.
„თუ თქვენ ზიანს მიაყენებთ სამართალდამცველებს ან გაანადგურებთ / მოიპარავთ ფედერალურ საკუთრებას, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დაუყოვნებლივ დაიწყებს დევნას, გიპოვით და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს“, – აღნიშნა უწყების დირექტორმა, კეშ პატელმა.
კომენტარები

