იემენის მთავრობა გადადგა და ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრი, შაია მოჰსენ ალ-ზინდანი დაინიშნა,- ამის შესახებ სააგენტო SABA იტყობინება.
„მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეთ დოქტორი შაია მოჰსენ ალ-ზინდანი და დაავალეთ მას მთავრობის ფორმირება“, – ნათქვამია იემენის საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, რაშად მოჰამედ ალ-ალიმის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში.
დოკუმენტის თანახმად, მოქმედი კაბინეტი თავისი მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებს.
ცნობისთვის, იემენის პრემიერ-მინისტრმა სალემ სალეჰ ბინ ბრეიკმა 15 იანვარს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა, რაც ალ-ალიმმა მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კაბინეტის დაშლა აუცილებელი იყო „ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების შესაბამისად, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის გზის გასაკვალად“.

