უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური დირექტორი ბალაშ ორბანი უკრაინაში ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე ანტიკორუფციულ გამოძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ ბუდაპეშტი კვლავ ეწინააღმდეგება კიევისთვის ბრიუსელის მიერ სესხის საით 90 მილიარდი ევროს გამოყოფის იდეას.
ორბანის მტკიცებით, ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, რომელსაც მანფრედ ვებერი ხელმძღვანელობს, ხოლო მმართველ საბჭოში ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შედის.
„ოქროს უნიტაზების“ შემდეგ უკრაინაში მორიგი კორუფციული სკანდალია. იულია ტიმოშენკოს პარლამენტში ხმების მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ტიმოშენკოს პარტია 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ ნაწილია, რომელსაც მანფრედ ვებერი ხელმძღვანელობს. თავად ტიმოშენკომ კი არაერთხელ დაიმსახურა პარტიის ხელმძღვანელობის, მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენის ყურადღება. უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები აცხადებენ, რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი. ხმების მოსყიდვისა და კოორდინირებული კენჭისყრის შესახებ ბრალდებები ეხება პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის დეპუტატებსაც. ამის მიუხედავად ბრიუსელის ელიტამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სამხედრო სესხი დაამტკიცა. უნგრეთი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. არ დავუშვებთ, რომ უნგრელმა ოჯახებმა, მუშებმა და პენსიონერებმა დააფინანსონ კორუმპირებული პოლიტიკური ელიტა“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ „ბატკივშჩინას“ ლიდერი კორუფციაში ამხილა. მისი პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. კიევის სასამართლო მის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.

