უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებსა და მუქარებს ეხმაურება. პრემიერის განცხადებით, ქვეყანა არ დაუშვებს გარე ძალების ჩარევას მის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საფრთხე შეუქმნას უნგრეთის სუვერენიტეტს ან ჩვენი არჩევნების მთლიანობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პასუხად შექმნილ ვითარებაზე, ვიქტორ ორბანმა საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს დაავალა, უნგრეთში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბაროს.
კომენტარები
