გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ რუსეთი ყოველდღიურად ამოწმებს ევროპის გამძლეობასა და მტკიცე პოზიციას.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია მალმერ სტენერგარდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ვადეპულმა აღნიშნა, რომ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ ტაქტიკას.
„რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ ტაქტიკას ჩვენს წინააღმდეგ, მათ შორის წყალქვეშა კაბელების დაზიანებას, ჯიპიესის სიგნალების ჩაშლას, დეზინფორმაციის კამპანიებს და ჩრდილოვან ფლოტს, რომელიც სანქციებს გვერდს უვლის და ქმნის გარემოსდაცვით რისკებს. რუსეთი ყოველდღე ამოწმებს ჩვენს გამძლეობასა და მტკიცე პოზიციას“, – განაცხადა ვადეპულმა.
კომენტარები
