მიზანი იყო მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს გარშემო, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჰელსინკის კომისიის მიერ გადადებულ ბრიფინგზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ბრიფინგის გადადება არალოგიკურად ჩანს.
„რამდენადაც ვიცი ვაშინგტონში ფრენები მიმდინარეობს, ტრანსპორტს არანაირი შეფერხება იქ არ აქვს, ვინც უნდა მივიდეს ამ სხდომაზე ძირითადად ვაშინგტონში იმყოფება. მიზეზი ალბათ არის ის, რომ თვითონაც დაფიქრდნენ, რომ ლორა თორნტონი მთლად ობიექტურ მსაჯულად ვერ გამოდგებოდა ამ საკითხში, მითუმეტეს მისი დამოკიდებულება. ეს შეტევა საქართველოზე ორ პარტიულად მიმდინარეობს და რესპუბლიკური ნაწილი იწვევს ქალს, რომელიც სექსუალურ მანიაკს და მოძალადეს ეძახის ამერიკის პრეზიდენტს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადადო.
