თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმიანება. საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მაია სანდუს სიტყვით გამოსვლაზე, რა დროსაც მან თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”. რუსეთის ორბიტაზე ყოფნაში გვდებს ბრალს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ დსთ-ს წევრია, რომელიც მზადაა დათმოს დამოუკიდებლობა და ქვეყანა რუმინეთს მიუერთოს. საზოგადოებას შევახსენებ, რა მდგომარეობაა მოლდოვაში. ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები და მედიასაშუალებები. ამის გათვალისწინებით, “დიფ სტეიტის” მიერ მართული ქალბატონი სანდუ ბედავს, საქართველო რუსეთის ორბიტაზე მყოფ ქვეყნად მოიხსენიოს. მგონი ყველაფერი ძალიან აშკარაა”, – წერს გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.
