რაღაც ხარისხზე ქვემოთ მედიკამენტი ბაზარზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა შემოდიოდეს, რაც არ უნდა ფასით საინტერესო იყოს მეწარმისთვის, ექიმისთის ან თუნდაც პაციენტისთვის, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, ბაზარზე ფართო არჩევანი უნდა იყოს, რომ რელევანტური მედიკამენტის არსებობა ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს.
„აუცილებელია ყურადღების მიქცევა ისეთ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ ხარისხობრივ დაცვას და მეორე მხრივ არჩევანს. არჩევანი დიდი უნდა იყოს ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც. აქ სამკურნალო ეფექტის თვალსაზრისით არის ყურადღება მისაქცევი და როდესაც ამ საკითხებზე ვმსჯელობთ, კიდევ სხვა ბევრი ფაქტორია მხედველობაში მისაღები.
როდესაც ვსაუბრობთ ზოგიერთ ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე, რომელიც იყო დერეგულირებული და რეგულირების შემდეგ 12-ჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 8-ჯერ შემცირდა კონკრეტული მედიკამენტის ღირებულება, იქ საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ სხვა ხარისხი გაჩნდა, რომელიც უფრო იაფი ღირს, არამედ ზუსტად იდენტურ პროდუქტზე შემცირდა ფასი 8-ჯერ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
