რა მოლოდინები უნდა გქონდეს იმ რეზოლუციის ავტორებისგან, რომელი რეზოლუციებიც მოყვანილია მაგალითად ამ დოკუმენტში. იმიტომ რომ ამ დოკუმენტის ავტორები და შემდეგ იმ რეზოლუციის ავტორები სრული სინერგიით მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
მისი თქმით, ასეთი არასამართლიანი მიდგომის გამო ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს მათ ზიანი მიაყენეს.
„ეს არის ძალა, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყანა აქციოს ვასალ სახელმწიფოდ, პროქსი სახელმწიფოდ და აქციოს ქვეყნად, სადაც მათი ვიწრო პოლიტიკური თუ მერკანტილური ინტერესებისდან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა და ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური გუნდი შეასრულებს მათ დავალებებს. ნურას უკაცრავად, ძალიან კარგად ხვდებიან სად დგას ჩვენი საზოგადოება, მმართველი გუნდი, მეათედ არჩეული ხელისუფლება. ეს მათთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი მაგალითი. ასეთი არასამართლიანი მიდგომით, უკვე სათვალავი აგვერია, ამდენი რეზოლუციით, თავად მიაყენეს ზიანი იმ ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს, რომელზედაც იდგა ევროპა“, – აღნიშნა კირცხალიამ.
