„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო.
უმრავლესობის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
უმრავლესობის ფორმატში ასევე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თაობაზე.
უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება ინიციატივა ფასების რეგულირების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც კომისია პარლამენტში მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განცხადება გააკეთა და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

















