საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოზე საუბრობს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდება პოზიტიური ცვლილებები.
„მოვისმენთ ყველა მხარის პოზიციას და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარების საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდეს პოზიტიური ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით როგორც მედიკამენტების, ასევე სასურსათო და ენერგორესურსებთან მიმართებითაც“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ნავთობიმპორტიორებთან გაიმართება.
შემდეგი კვირიდან საკითხზე მუშაობას სამთავრობო კომისიასთან ერთად საპარლამენტო კომისიაც დაიწყებს.
კომენტარები
