უკრაინის ელექტროსისტემაში მომხდარი სერიოზული ავარიის გამო მეზობელ მოლდოვაში დენი გაითიშა. ინფორმაციას მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უკრაინაში მდებარე მაღალი ძაბვის ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე ძაბვის მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა, რის გამოც ქვეყნის ნაწილი დენის გარეშე დარჩა.
მოლდოვური მედია წერს, რომ დენი გაითიშა კიშინიოვსა და მის შემოგარენში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქვეყნის რეგიონების ნაწილსაც.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო თათბირი ჩაატარა პრემიერ-მინისტრ, იულია სვირიდენკოსა და ენერგეტიკის მინისტრ, დენის შმიგალთან. ზელენსკის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებულია.
კომენტარები
