შეერთებული შტატების ფლოტის სამხედრო ხომალდი, ისრაელში ეილათის პორტში შევიდა. ისრაელის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედრო ხომალდის, ისრაელი-ეგვიპტე-იორდანიის საზღვარზე გაჩერება შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გეგმიურად მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული სამხედრო გემის ისრაელის პორტში, ირანთან შტატების დაპირისპირების ფონზე შევიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე ამერიკული ავიამზიდი თანმხლები გემებით სპარსეთის ყურეს მიუახლოვდა.
კომენტარები
