ამერიკული სამხედრო გემების სპარსეთის ყურესთან სიახლოვეს მობილიზების ფონზე სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა ირანმა. საგანგებო განცხადება ირანის არმიის მთავარსარდალმა გააკეთა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები თავისი მეთაურებით, გენერლებით, ოფიცრებითა და ჯარისკაცებით, მზად არიან ჩვენი ქვეყანა ბოლო მომენტამდე დაიცვან. ჩვენი სარაკეტო და თავდაცვითი ძალა და ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების სხვა ასპექტები დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე 12-დღიანი ომის წინა პერიოდში“, – განაცხადა გენერალმა ამირ ჰატამიმ.
კომენტარები
