პუტინს დრო ეწურება – ომი რუსეთის ბიუჯეტისთვის ზედმეტად ძვირი ხდება, კრემლი სულ უფრო მწვავედ გრძნობს ეკონომიკურ ზეწოლას, რამაც მოსკოვს შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგოს, – ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ რუსი ჩინოსნები სასწრაფოდ ეძებენ დამატებით, 1,2 ტრილიონ რუბლს დეფიციტის დასაფარად. ხოლო თუ ურალის მარკის ნავთობის ფასი ბიუჯეტით გათვლილი 59 დოლარის ნაცვლად 55 დოლარის ნიშნულზე დარჩება, დეფიციტი შესაძლოა 2,2 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდოს.
სტატიაში ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ასევე ნათქვამია, რომ ტრამპის პირობები, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე გაყინვას გულისხმობს, საუკეთესოა, რაც კი პუტინმა შეიძლება მიიღოს.
კომენტარები
