საჯარო დებატების შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა. მან დებატების ორ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
„შეთავაზება, ერთის მხრივ, პოლიტიკური ნაწილი რომ არ ჩავთვალოთ, კონკრეტულად იმ დარგის ექსპერტებს ეხებათ, რა თემაზეც იქნება დებატები. ხოლო პოლიტიკურ ჭრილში ეს ეხებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციურ წყობილებას აღიარებენ ჩვენს ქვეყანაში. ამით უფრო ვიწროვდება რადიკალები წრე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რადიკალები, რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების, პარლამენტის ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ, მათთან რა თქმა უნდა, სასაუბრო ჩვენ არაფერი გვაქვს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
კომენტარები
