შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ე. წ. ნაწილობრივი შათდაუნის სამშაბათისთვის დასრულებას აანონსებს და აცხადებს, რომ საამისოდ რესპუბლიკელთა ხმებიც საკმარისი იქნება. ამ თემაზე მაიკ ჯონოსნმა Fox News-ის ეთერში ისაუბრა.
ჯონსონის თქმით, მიზანი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გარდა, ყველა სააგენტოს დაფინანსების დამტკიცებაა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განმარტა, რომ მისი აზრით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრაქტიკაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს.
„ვფიქრობ, დროებითი შათდაუნი სამშაბათს დასრულდება. ნაციონალური უსაფრთხოების კანონი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პროცესს პრეზიდენტი მეთაურობს. მან თქვა, რომ სურს ვნებათაღელვა ჩაცხრეს და ყველაფერი სათანადოდ გაკეთდეს. საამისოდ პირველი ნაბიჯი მინესოტასა და მინეაპოლისში ვითარების მოგვარებაზე პასუხისმგებლად ტომ ჰომანის დანიშვნა იყო, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის საქმიანობაში გარკვეული რეფორმების მომხრეა“, – განაცხადა ჯონსონმა.
