მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მისულ დონალდ ტრამპს მედიის წარმომადგენლებმა ირანის სასულიერო ლიდერის განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს. ალი ჰამენეიმ, სამხედრო ხომალდების ირანის სიახლოვეს განლაგების გამო, შეერთებული შტატები გააფრთხილა და ირანზე თავდასხმის შემთხვევაში რეგიონული კონფლიქტი დააანონსა.
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აიათოლას შეუძლია მსგავსი რამ ივარაუდოს, თუმცა რამდენად საფუძვლიანია მისი განცხადება, ეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის გარიგების დადება- არდადებაზეა დამოკიდებული.
„ირანთან უშუალო სიახლოვეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, ამერიკული გემები დგანან. იმედი მაქვს რამდენიმე დღეში გარიგებას მივაღწევთ და თუ ეს არ მოხდება, მაშინ გავიგებთ, მართალი იყო თუ არა ირანის სასულიერო ლიდერი“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
