ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მტრულად არის განწყობილი ევროკავშირის იდეის მიმართ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ხედვა არა ერთიან, არამედ დანაწევრებულ ევროპას ეფუძნება.
„როდესაც ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, სინამდვილეში ის გულისხმობს 27 ცალკეულ ქვეყანას, რომლებიც ვასალურ მდგომარეობაში იცხოვრებდნენ ან მონობისკენ მიისწრაფოდნენ“, – აღნიშნა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ევროკავშირის ეკონომიკა ერთადერთი ძალაა, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წინააღმდეგობა გაუწიოს და „მას [ტრამპს] სწორედ ეს არ მოსწონს“.
კომენტარები
