ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი ჯუნგლებს შეადარა. კაია კალასის თქმით, ძლიერი სახელმწიფოები წესებს არ იცავენ და ითვისებენ იმას, რაც სურთ. ევროკავშირის პირველი დიპლომატის თქმით, ევროპამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია უნდა მოახდინოს. ამასთან, კალასი ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნასთან დაკავშირებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ევროპული თავდაცვა ნატოს შემადგენელი ნაწილია.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყოველთვის ძლიერის კანონი ჭარბობდა. ისინი, ვინც ძალაუფლებას ფლობენ, იღებენ იმას, რაც სურთ. თითქოს ჯუნგლების წესები მოქმედებს, თუმცა ჯუნგლებშიც კი არსებობს ცხოველებს შორის თანამშრომლობა“, – განაცხადა კალასმა.
კომენტარები
