აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპაში არსებულ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატა.
მისი თქმით, მიგრაციული კრიზისისა და ენერგეტიკული პრობლემების ერთობლიობა ევროპის კონტინენტს კრიტიკულ ზღვართან აყენებს.
„ევროპა ფრთხილად უნდა იყოს, რადგან, იცით, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ის [ევროპა] საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე მიყვარს ევროპა, მიყვარს ევროპელი ხალხი და ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. არსებობს გარდამტეხი მომენტი, გაქვთ მიგრაციის უზარმაზარი პრობლემები, გაქვთ უზარმაზარი ენერგეტიკული პრობლემები – ეს მძიმე კომბინაციაა“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.
კომენტარები
