აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არასდროს ყოფილა ჯეფრი ეპშტეინის კუნძულზე. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჯეფრი ეპშტეინთან მეგობრული ურთიერთობა არა მხოლოდ არ მქონია, არამედ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა იუსტიციის დეპარტამენტმა, ეპშტეინმა და მაიკლ ვულფად წოდებულმა უზნეო მატყუარა „ავტორმა“, შეთქმულება მოაწყვეს იმისთვის, რომ ზიანი მოეყენებინათ ჩემთვის და/ან ჩემი პრეზიდენტობისთვის. ასე დასრულდა რადიკალი მემარცხენეების უიმედო იმედი, რომელთა ნაწილსაც ვუჩივლებ. გარდა ამისა, განსხვავებით იმ უამრავი ადამიანისგან, რომლებსაც სიბინძურის ლაპარაკი უყვარს, მე არასოდეს ვყოფილვარ ეპშტეინის იმ ბინძურ კუნძულზე, მაგრამ იქ იყვნენ თითქმის ყველა ეს კორუმპირებული დემოკრატები და მათი დონორები“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
