აშშ-მა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდს უახლოვდებოდა, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.
როგორც გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, აშშ-ის სამხედროებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ უახლოვდებოდა.
წყაროს თქმით, ირანული Shahed-139-ის ტიპის დრონი საავიაციო გემისკენ მიფრინავდა, როდესაც ის ამერიკულმა F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.
კომენტარები
