რუსეთის დელეგაციის წევრები აბუ-დაბიში ჩაფრინდნენ, სადაც 4-5 თებერვალს უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული სამთავრობო თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ აბუ-დაბის აეროპორტში დაეშვა. ადგილზე იმყოფება უკრაინული დელეგაციაც.
მოლაპარაკებებში მონაწილეობას ამერიკული მხარეც მიიღებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ამერიკელები მესამე მხარის სახით იქნებიან წარმოდგენილნი, თუ არა.
კომენტარები
